суббота, 15 октября 2011 г.


  1. პროექტის სახელწოდება: მათემატიკის ფუძემდებლები.
  2. პროექტის მთავარი თემა 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა მოიძიონ ძველი ბერძენი მათემატიკოსების ბიოგრაფიული  და შემოქმედებითი ცნობები და  გაეცნონ მათ როლს მათემატიკის განვითარებაში.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უკეთესად გაიცნონ დიდი მათემატიკოსების ღვაწლი მათემატიკის განვითარებაში.
  4.  მიზნები:  ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევების განვითარება. მოძიებული სათანადო ინფორმაციის  კედლის გაზეთის სახით პრეზენტაცია.
  5. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასის მოსწავლეები.
  6. ვადები და ხანგრძლივობა: 3 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას მათემატიკის ფუძემდებლების შესახებ. გამოიმუშავებენ კონკრეტული კვლევის, ინფორმაციის მოგროვების, ამ ინფორმაციის შედეგად ანალიზის, დასკვნის გამოტანის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა – მეცნიერული ლიტერატურა მათემატიკის გამოჩენილ ფუძემდებლებთან დაკავშირებით,  თანამედროვე ტექნოლოგიები.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ 2 თანაბარ ჯგუფად (6 – 6 მოსწ.).  I ჯგუფი პროექტისათვის საჭირო ინფორმაციას, კერძოდ მათემატიკოსების ბიოგრაფიებს და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოიძიებს ბიბლიოთეკაში, II ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს პროექტში მოხსენიებული მათემატიკოსების შესახებ ფოტო მასალას. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ორივე ჯგუფი გამართავს დისკუსიებს, ჩამოყალიბდებიან  ინფორმაციის კლასიფიკაციაში და მოაწყობენ კედლის გაზეთის პრეზენტაციას.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები ცოდნას გაიღრმავებენ მათემატიკის ისტორიაში და გაიუმჯობესებენ მანამდე არსებულ უნარ-ჩვევებს ისტ-ში.
  11. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან მათემატიკის ფუძემდებლებს.
  12. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა ხანჯალაძე.
  13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nkhanjaladze@gmail.com.
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanakhanjaladze.blogspot.com